კურტ ვოლკერი - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ბორდერიზაცია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს

23 აგვ 2019

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ტერიტორიების განგრძობადი ბორდერიზაცია, განგრძობადი ანექსია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.

კურტ ვოლკერის შეფასებით, რუსეთის მიერ ბოძებისა და ღობეების აღმართვამ, ხალხი საკუთარ სახლებსა და ოჯახურ საფლავებს მოწყვიტა. საკითხზე,  კურტ ვოლკერმა და საქართველოს პრეზიდენტმა, ლიეტუვაში ისაუბრეს.