მგზავრთა გადაყვანის ნებართვისთვის კონკურსი სექტემბერში გამოცხადდება

23 აგვ 2019

ბათუმის მერია, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ნებართვის მაძიებელთა კონკურსს, სექტემბერში გამოაცხადებს. იცვლება ნებართვის გაცემის წესი და ფასი.

ცვლილება საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. ავტობუსების მფლობელებს  ყოველთვიურ გადასახადთან  ერთად ჯიპიესის სისტემის თანხის გადახდაც მოუწევთ. 27 და 23 ნომერი ავტობუსები ქალაქში, ახალ სამარშუტო ხაზებზე იმოძრავებენ.