უცენზურო კომენტარისთვის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბოდიში მოიხადა

21 აგვ 2019

ირაკლი პატარიძე უცენზურო გამოთქმების გამო ბოდიშს იხდის და ამბობს რომ მისი აღელვება ნიკა გვარამიას ღია ეთერით გაკეთებულმა შეურცახმყოფელმა განცხადებებმა გამოიწვია.ირაკლი პატარიძე  სოციალურ ქსელში რ2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არაეთიკური შეფასებით გამოეხმაურა.

პატარიძემ ფეისბუქში კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ მასალაზე დაწერა, რომელიც "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების წასვლას ეხებოდა. საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულ-ოცნებას არგუმენტები აღარ დარჩა და შეურაცხყოფაზე გადავიდა.