ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება

20 აგვ 2019

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება, უცნობია როდის უნდა გაიმართოს მათი ე.წ. სასამართლო პროცესი.

გავრცელებული ინფორმაციით მათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევას ედავებიან.
 

ოკუპანტებმა ახალუბნის 7 მცხოვრები ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე 17 აგვისტოს გაიტაცეს, ერთ მოქალაქე კი  სოფელ არცევის ტერიტორიიდან იქნა გატაცებული