უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან ორი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია

20 აგვ 2019

საქართველოს შსს უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით სამი დაკავებულიდან ორი პირი 2012 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლები იყვნენ და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.
 

უკრაინული მედიის ინფორმაციით სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს გაიტაცეს ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით თანხა და ავტომობილი.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით ეჭვმიტანილებს უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ და დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.