რუსმა სამხედროებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს

18 აგვ 2019

რა ვითარებაში აიყვანეს საქართველოს მოქალაქეები, ოჯახის წევრებისთვის უცნობია. გატაცებულები სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებულ სალოცავში აპირებდნენ ასვლას.

მათივე თქმით, ეკლესია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს, სადაც ხშირად გადაადგილდებიან შეიარაღებული ფორმიანები, ე.წ. მესაზღვრეები.