ინტერპარტიული ჯგუფი იუსტიციის მინისტრს შეხვდება

18 აპრ 2016

საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლის მიზნით არასაპარლამენტო ოპოზიცია იუსტიციის მინისტრთან დღეს რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მოთხოვნაა  ასევე ბარიერის 3%-მდე შემცირება და პოლიტიკური სუბიექტების თანაბარი სარეკლამო დროით უზრუნველყოფა.