18 აგვ 2019
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. კინოსა და მუსიკის ცოცხალმა ლეგენდამ მსმენელისთვის ცნობილი სიმღერები ქართულ და რუსულ ენაზე შეასრულა.
ყველაზე დიდი მოწონება ტრადიციულად ფილმიდან „მიმინო“ სიმღერა "ჩიტო-გვრიტომ" დაიმსახურა. მაესტრო კონცერტების პარალელურად გასტროლისთვის ემზადება.