ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების უკვდავი კომპოზიციები „ბლექ სი არენაზე“

17 აგვ 2019

დღეს,  „ბლექ სი არენა“-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების უკვდავი კომპოზიციები აჟღერდება.  კონცერტის პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი – კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.

კონცერტში მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი მიიღებენ.