ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

17 აგვ 2019

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 52 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას "ბუპრენორფინის" შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.