ჩაშლილი კონცერტი

28 აგვ 2016

Check in Georgia- ს ფარგლებში დღეს ბათუმის კორტებზე მორიგი კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული როკ-ჯგუფი “Звери” ბათუმში აღარ ჩამოვიდოდა.  ქართული მხარე, კომპანია GTS Group-ი მიზეზად ჰონონართან დაკავშირებულ გაუგებრობას ასახელებს. იგივეს წერს  თავად მუსიკოსი, საკუთარ ფეისბუქში.  ჩვენ დამატებითი დეტალების გარკვევას ვეცადეთ.