ხვალ „ბლექ სი არენა“-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების კონცერტი გაიმართება

16 აგვ 2019

ხვალ „ბლექ სი არენა“-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების უკვდავი კომპოზიციები აჟღერდება. კონცერტი ორ განყოფილებისგან შედგება. პირველი ნაწილი დაეთმობა ჯანსუღ კახიძის შემოქმედებას, მეორე კი ვახტანგ კახიძის.

ორგანიზატორების განცხადებით, ბილეთები თითქმის გაყიდულია. კომპოზიციებს ცნობილი ქართველი მომღერლები შეასრულებენ.