დიპლომატები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ

16 აგვ 2019

სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს, რომ აყენებს რეგიონის უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს - ამაზე დიპლომატები ერთხმად თანხმდებიან.

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გუგუტიანთკარში გუშინ დასრულდა, დღეს კი სოფელში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
 

სხვადასხვა საელჩოს 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 8 ქვეყნის ელჩი ადგილზე გაეცნო   უკანონო   ბორდერიზაციით გამოწვეულ პრობლემებს. მათი განცხადებით, ადგილზე  მცოცავი ანექსიის შემაშფოთებელი სურათი დახვდათ, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს  ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.