ხვალ ფრენა 2 მიმართულებით შესრულდება

28 აგვ 2016

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გადადებული რეისები  თავდაპირველად ყაზახეთის  2 ქალაქის  - ატირაუსა და ყარაღანდას მიმარტულებით შესრულდება. ხვალ დილის 4 საათზე  ჩაინიშნა ფრენები. სხვა მიმართულების  მგზავრები კი  საქართველოს  ხვალ, საღამოს საათებში დატოვებენ. კომპანია “სქაიბასმა” აწარმოა მოლაპარაკება. მათ დღეს  განმარტეს, რომ ფრენები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო გადაიდო. მგზავრები სასტუმროებში  არიან გადანაწილებული.