28 აგვ 2016
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი კომიტეტის ეკონომიკური საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობს ბათუმის საზღვაო აკადემიაში. საბჭოს შემადგენლობა აკადემიის პერსონალთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. მათ შორის, საზღვაო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარების პერსპექტივებს და საზღვაო დარგისთვის კადრების მომზადების საკითხს.