მამუკა ბახტაძე: საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს

14 აგვ 2019

,,როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამაზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.  

კითხვაზე იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, პრემიერ უპასუხა,  რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ,  უპასუხისმგებლო პოლიტიკით გახადა შესაძლებელი ოკუპანტი ძალის  მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია.