შეხვედრა გენდერის მედიაცენტრში

28 აგვ 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფო ბაკურიძე სხვადასხვა უწყებებში მომუშავე წარმატებულ და ამასთანავე გენდერული საკითხებით დაინტერესებულ ქალებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პოლიტიკაში ქალების როლზე და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრა გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა. თამილა დოლიძის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში გამოფენა “ქალები აჭარიდან” მოეწყობა.