ნიკა გვარამიას მოსამართლემ 40 000 ლარიანი გირაო დააკისრა

10 აგვ 2019

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნიკა გვარამიას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა ,რომელიც 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს .

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა .

ნიკა გვარამიამ სასამართლო გადაწყვეტილებამდე განაცხადა , რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.