ამოღებულია 120 აბი „სუბუტექსი" - ნარკოდანაშაული ბათუმში

10 აგვ 2019

ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის 51 წლის კაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 120 აბი ამოიღეს, რაზეც ექსპერტიზაა დანიშნული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.