ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული

10 აგვ 2019

კიდევ ერთი დაკავება, ამჯერად ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული მოქალაქე, მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „სუბუტექსის“ 5 აბიც. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.