09 აგვ 2019
მუსლიმანური სამყარო ყურბან ბაირამისთვის ემზადა

გონიოში დამატებით საქონლის ბაზრობა გაიხსნა, სადაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყიდება.

მოვაჭრეებმა ძროხები და ცხვრები მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოიყვანეს. ბაზრობა სამშაბათამდე გაგრძელდება.

ყურბან-ბაირამი-მუსლიმანთა მსხვერპლშეწირვის რელიგიური დღესასწაულია, რომელიც რამაზანის (გლოვის) თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება.

ეს არის ხანგრძლივი მარხვიდან ხსნილზე გადასვლის ეტაპი, დაკავშირებული ბიბლიურ თქმულებასთან -აბრაამისთვის წმინდა ცხოველის შეწირვასთან. იგი მთელ მაჰმადიანურ სამყაროშია გავრცელებული.

დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული. შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს „დეფექტი”, ანუ საჭიროა ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს.