თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

09 აგვ 2019

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით,  ერთ რეისს ამატებს.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მატარებელი 11 აგვისტოს გავა და  შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

გასვლა- თბილისი — 09:05;

ჩასვლა-ბათუმი — 14:42;

გამოსვლა-ბათუმი — 18:30;

ჩამოსვლა- თბილისი — 00:07.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით/ ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.