სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ ბეშუმში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

08 აგვ 2019

კურორტ ბეშუმში სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ენერგომამარაგების პრობლემები მესხებისა და გაფენილი წყლის უბნის დამსვენებლებს აწუხებდათ. ძველი ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო შუქი სამი დღის განმავლობაში 50-ზე მეტ ოჯახს არ მიეწოდებოდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოიცვალა ტრანსფორმატორი.