სოფელ აგარაში ახალი საავტომობილო  ხიდი აიგო

04 აგვ 2019

სოფელ აგარაში ახალი საავტომობილო  ხიდი აიგო.  მოსახლეობა მანამდე  ხის კუსტარულად მოწყობილი ხიდით სარგებლობდა, რომლითაც  სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს 10-მდე ოჯახთან მისვლა უჭირდათ, გადაადგილება განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ზამთარში იყო. 

სამუშაოებისთვის 83 ათასი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრობლემაზე „მთავარის“ გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტი,ოთხი თვის თვის წინ მოამზადა.