ხანძარი სარფის მამათა მონასტერში - დაიწვა დამხმარე შენობა-ნაგებობა

03 აგვ 2019

 ხანძარი სარფის მამათა მონასტერში. გვიან ღამით,  ცეცხლი ტაძრის დამხმარე სათავსოში გაჩნდა.  დაიწვა 20 კვადრატულ მეტრამდე ფართი და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა ებრძოდა.