ბათუმში სამი ტურისტი დაჭრეს

31 ივლ 2019

სისხლიანი გარჩევა ბათუმში, გვიან ღამით სამი ტურისტი დაჭრეს, ორი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ერთი კი ოპერაციის შემდეგ, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.    

შსს-მ დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა დაადგინა, თუმცა ის არასწრულწოვანია და მისი დაკავება ჯერჯერობით არ მომხდარა.