სანაპირო ზოლში წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

30 ივლ 2019

სანაპირო ზოლში წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია. ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დღის განმავლობაში 12-16 საათამდე, ტურისტები და ადგილობრივები არ გავიდნენ ზღვაზე, ასეთ დროს იზრდება სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობა, საზ.ჯანდაცვის ცენტრი რისკ ჯგუფებად, ქრონიკული დაავადებების მქონეებს, ბავშვებს და მოხუცებს ასახელებს.  სინოპტიკოსები ტემპერატურის შემცირებას პროგნოზირებენ.