26 აგვ 2016
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს და 29 აგვისტოს ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება. დღეს საქველმოქმედო საღამოს აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ლეგენდარული შოუთი” გახსნის. 29 აგვისტოს კი “მეგობრები მეგობრისათვის” კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები. შეგახსენებთ, ვაჟა ცისკარიძეს საზღვარგარეთ ძვირადღირებული, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. დახმარების მსურველებისთვის გახსნილია საბანკო ანგარიშები.