შუახევში არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ

28 ივლ 2019

შუახევში, სოფელ ბარათაულში არასრულწლოვანს ეძებენ, – ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

მოზარდი სახლიდან დღეს გაუჩინარდა. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში.