პატარაძე გონიოს მოსახლეობას შეხვდა

25 აგვ 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გონიოელებს შეხვდა. სადაო მიწების ტერიტორიაზე მთავრობის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გაეცნო არსებულ მდგომარეობას და პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებს. პირველივე შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივებს ადგილზე მისვლას და სიტუაციის კიდევ უფრო დეტალურად გაცნობას დაჰპირდა.