ნანა ლეჟავამ ''ქრონიკა'' დატოვა 

24 ივლ 2019

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ლეჟავამ “ქრონიკა” დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე პოსტი დაწერა. ლეჟავა ამბობს, რომ “იმედში” რჩება.

''დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ "ქრონიკაში" და არც არაფორმალურად, თუმცა, ვრჩები "იმედში". მადლობა ყურადღებისთვის,'' - დაწერა სოციალურ ქსელში.

ნანა ლეჟავა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაზე ხატია ქვათაძემ ჩაანაცვლა.

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია იმედში საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა.