ხულოს 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში არსებული პირველადი თანხა უკვე ათვისებულია

22 ივლ 2019

ხულოს 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში  არსებული პირველადი თანხა უკვე ათვისებულია. თვითმმართველობამ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში  ფონდისთვის 85 ათასი ლარი გაითვალისწინა, რომელიც უწყების ინფორმაციით,  სხვადასხვა სტიქიური შემთხვევისა და გაუთვალისწინებელ მოვლენაზე ეტაპობრივად გადაანაწილეს. მერიის  დაუგეგმავი ხარჯები 25 ათას ლარს შეადგენს, რომელიც ეკონომიების ხარჯზე შეავსეს.