მოქალაქე, რომელმაც შინდისის გმირების სკვერში მსხვილფეხა პირუტყვი გაუშვა დააჯარიმეს

19 ივლ 2019

შინდისის გმირების სკვერში მსხვილფეხა პირუტყვის ამსახველი ფოტოები, დღეს  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. ფოტოში კარგად ჩანდა, რომ  ძროხები სკვერში ბალახს ძოვდნენ.

"სანდასუფთავების სამსახურში" დარეკვისა და ფაქტზე ინფორმირების შემდეგ სამსახურმა  მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის III ნაწილით, მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყუროდ დატოვების გამო 20 ლარით დააჯარიმა. 

სამსახურში  გვითხრეს, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია. მათივე თქმით, ისინი  მოქალაქეებს ჯერ სიტყვიერად აფრთხილებენ,  ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი აჯარიმებენ.