მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - დედა-შვილის ემოციური შეხვედრა /ვიდეო/

17 ივლ 2019

ქობულეთში, მაშველებს მოქალაქემ მიმართა, რომელსაც სანაპიროზე 3 წლის ბავშვი დაეკარგა. დედა ყვებოდა, რომ გოგონას პოვნას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

პატარა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

ვიდეო მასალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.