ოპოზიცია ხელისუფლებას სიგარეტის კონტრაბანდის წაქეზებაში ადანაშაულებს

16 ივლ 2019

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას თამბაქოს კონტრაბანდის წახალისებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს გაზრდილ შემთხვევებზე. კონტრაბანდული სიგარეტის ბათუმის ქუჩებში, დახლს მიღმა რეალიზაციის თაობაზე „მთავარში“ რეპორტაჟი გუშინ გავიდა.

ჩვენი ექსპერიმენტის შემდეგ, როგორც ჩანს შემოსავლების სამსახურმა საკონტროლო შესყიდვა განახორციელა და 75 კოლოფი უაქციზო სიგარეტი რეალიზებიდან ამოიღო. ცნობისთვის, აქ სტრატეგიაზე კომენტარი არც დღეს გაკეთებულა.