შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

24 აგვ 2016

ლევან ვარშალომიძემ დღეს საარჩევნო პროგრამის სამედიცინო და სოციალური ნაწილი, ხელვაჩაურის რაიონში, სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრაზე წარადგინა, რაც  წამლის ვაუჩერს, ონკოლოგიურ პაციენტთა ოპერაციების და მკურნალობის 100%-ით დაფინანსებას, და დაუნის სინდრომითა და აუტიზმით  დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო თერაპიას გულისხმობს.