რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა - საერთაშორისო კონფერენციის მთავარი ხაზი

11 ივლ 2019

არ მისცეთ არავის უფლება დაგყონ - ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია ევროსაბჭოს პრეზიდენტისგან. „ვფიქრობ საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა“ - ესეც დონალდ ტუსკის სიტყვებია, ოღონდ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ახლა განხილვის საგანია რა გვითხრა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩვენ და რა უთხრა რუსეთს - ეს ყველაფერი „საქართველოს ევროპული გზის“ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში.