ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორი უნდა აირჩიოს

09 ივლ 2019

ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორი უნდა აირჩიოს, კენჭისყრა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი გაგრძელდება გასაუბრება.

კანდიდატებს დღესაც მოუსმინეს მრჩევლებმა, ამჯერად 4-ის ნაცვლად დირექტორობის 3 მსურველი წარსდგა მრჩევლების წინაშე. ერთ-ერთმა, დავით დიასამიძემ გასაუბრების დღეს მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, მას მიზეზის შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია.