ზურაბ პატარაძე მამუკა ხაზარაძესთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს

09 ივლ 2019

 მამუკა ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. აქაც ხაზარაძის მთავარ პარტნიორად კვირიკაშვილი მოიაზრეს. არ გამორიცხეს აჭარის მტავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ფაქტორიც, რომელიც რეგიონს სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ხელმძღვანელობდა.

ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ პატარაძეს - დიპლომატმა დიპლომატიური პასუხი გაგვცა და გვითხრა, რომ ის განაგრძობს ელჩის პოზიციაზე  მუშაობას. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, ზურაბ პატარაძე თავად დაგვიკავშირდა და კატეგორიულად გამორიცხა მამუკა ხაზარაძესთან მისი კავშირი.