საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრები ინტერსპორტის მსოფლიო ფესტივალის ფინალშია

09 ივლ 2019

საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები უნგრეთში მიმდინარე ინტერსპორტის მსოფლიო ფესტივალის ფინალშია. გოგონებმა ნახევარფინალში ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იტალიის გუნდი დაამარცხა და ფინალის საგზურიც გაინაღდა. მანამდე კი სპორტსმენებმა დანიის და ისლანდიის გუნდებს სძლია.

დღეს, თბილისის დროით 19:00  საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინალში მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდება.  ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბათუმელი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.