ვითარება პარლამენტთან - რუსთაველზე პარლამენტის წინ ორ აქციას შორის პოლიციის კორდონია

08 ივლ 2019

ქვეყანა რამდენიმე აქციით, ჰომოფობიური განცხადებებით, ქამრებით და მუქარებით, მიუხედავად ამისა შემდგარი მარშით, გაბუნიას გინებით, შეჩერებული უფლებამოსილებით, მთავრობის განცხადებებით მხოლოდ რუსთავი 2-ზე, საგარეო უწყების ისტორიული მიმართვით და ოფიციალური კრემლის  მიერ მოწონებული რეაქციით - ეს საქართველოს 8 ივლისია.

დუმის რამდენიმე დეპუტატი გაბუნიას ექსტრადირებას ითხოვს, დასჯაზე მინიშნებებს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლებაშიც, ჩნდება სიტყვის თავისუფლების საფრთხე - სანამ ამ ყველაფერზე დეტალურად მოგიყვებით, მანამდე გამოხატვის თავისუფლება და აქციები თბილისში.

პარლამენტთან ვასაძის, მარშის და მშობელთა კავშირის მხარდამჭერები იმყოფებიან, არ უთმობენ ადგილს მეცხრამეტე დღეს ანტისაოკუპაციო აქციის ორაგნიზატორებს - რუსთაველზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული - კორდონია გავლებული აქციას და კონტრაქციას შორის.