აქციის მონაწილეები დღეს რუსთაველზე ისევ შეიკრიბებიან

07 ივლ 2019

აქცია პარლამენტთან საღამოს 7 საათზე განახლდება. დღეს, ტრიბუნა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ.

გუშინ, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობა მოაწყვეს, მანამ კი შს მინისტრის სახლთან გაიარეს შეძახილით- გახარია წადი.