ლიბიაში მიგრანტთა ბანაკის დაბომბვის დროს 40 ადამიანი დაიღუპა 

03 ივლ 2019

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, მიგრანტთა ბანაკის დაბომბვის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.CNN-ის ინფორმაციით საჰაერო თავდასხმის დროს, შენობები და საცხოვრებელი სახლები ნანგრევებად იქცა. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილიდან დაშავებულები და დაღუპულების ამ დრომდე ამოყავთ.

დაღუპულები არიან მიგრანტები აფრიკის სხვადსხვა ქალაქებიდან.  მათი დიდი ნაწილი ქალები და ბავშვებია. 

CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.