ენმ-ს რეზოლუციის პროექტი კომიტეტებში გადაიგზავნება

02 ივლ 2019

დღეს უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რეზოლუციის პროექტი  წარადგინეს. დოკუმენტში სამი მოთხოვნაა: დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სერგეი გავრილოვის პროვოკაციულ ქმედებას, გამკაცრდეს ანტისაოკუოპაციო კანონმდებლობა და დაგმონ რუსული ოკუპაცია და 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.   მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმება უმრავლესობაც, დოკუმენტი კომიტეტებს უკვე გადაეგზავნა.