5 კაციანი აქცია ბათუმში

02 ივლ 2019

„გახარია წადი“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით არასამთავრობო  ორგანიზაცია „ალტერნატივას“ 5-მა წევრმა  ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე რამდენიმე წამით გზა ცალმხრივად გადაკეტა.

მათივე თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაზარალებულ მოქალაქეებს და შშ მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ.