ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს შეღავათები გაუუქმდათ 

02 ივლ 2019

დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილე ყველა კომპანიას იმპორტის გადასახადის გადახდა 5 დღის ვადაში მოუწევს.  2 ივლისიდან ძალაში შედის ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის ბრძანება, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ  12 ივნისს უკვე ამოქმედდა.

„ოქროს სიაში“  მყოფი კომპანიები კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო სერვისითა და პროცედურებით, ასევე „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის დაწესებული სხვა შეღავათებით.