ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტების 92% გამოცხადდა

01 ივლ 2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტების 92% გამოცხადდა. მათი ნაწილი ამბობს, რომ  გამოცდა  საშუალოდ რთული იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს 11 ქალაქსა და 23 საგამოცდო ცენტრში დილის 9 საათზე დაიწყო.

გამოცდები ორ სესიად ჩატარდა, პირველი საგამოცდო დღე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.  დღეს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ენგურის გახსნას  დილიდან ასობით აბიტურიენტი ელოდა.