ხულოში მთის სტატუსი 500 მცხოვრებს შეუჩერდა

01 ივლ 2019

ხულოში, მთაში მცხოვრების სტატუსით 20 ათას 930 მოქალაქე სარგებლობს. სტატუსი 500-ზე მეტს აქვს  შეჩერებული. მიზეზი შესაძლოა სტუდენტობა ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა იყოს.

სპეციალური კომისია მუდმივად მცხოვრების სტატუსს შესაბამისი პროცედურების გავლისა და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ აღადგენს.