"ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს

01 ივლ 2019

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.  ინიციატივის წარდგენაზე მმართველი  გუნდი  პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს იწვევს.