საზოგადოების შეურაცხყოფად აფასებს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გამოსვლას

28 ივნ 2019

საზოგადოების შეურაცხყოფად აფასებს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გამოსვლას. მათი მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

იგივე მოსაზრება აქვთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა რეგულარულად იკრიბებიან გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.